ღაზის სექტორში უმსხვილესი საავადმყოფო თითქმის სასაფლაოა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორში უმსხვილესი საავადმყოფო “თითქმის სასაფლაოა

ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით მდებარეობს- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხვდა ინტენსიური ბრძოლების ფრონტის ხაზზე ისრაელის თავდაცვის ძალებთან. ისრაელის განცხადებით,  “ჰამასი” სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს ფლობს საავადმყოფოს ქვეშ გვირაბებში.

“ჰამასი” და საავადმყოფო ამას უარყოფენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის თქმით, დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.

,,საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თითქმის სასაფლაოა”, – განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა.

მსგავსი თემები