კულებამ ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდებს.

კულებამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.

„ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის წყალობით, უკრაინელებმა იგრძნეს, რომ ჩვენი ბრძოლა არ იყო უშედეგო, რომ ჩვენი ძალისხმევა იყო აღიარებული. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენი ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას დეკემბერში, როდესაც ევროპის საბჭო შეიკრიბება, რათა გადაწყვიტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები