ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, კაცი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე, ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

ბრალდებული სსკ-ს 150მუხლით არის დაკავებული, რაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს. დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ითვალისწინებსს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავ უწყებას ქალმა 10 ნოემბერს მიმართა. მიმართვის შემდეგ, 11 ნოემბერს, მოძალადის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა.

მსგავსი თემები