ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ ღაზას საავადმყოფოსთან ნაკლები არასასურველი ქმედებები განხორციელდეს – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, მისი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული.

„ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელელებთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც, ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები