პოლონეთში 2 ქართველი კოსმეტიკისა და სუნამოების მოპარვის გამო დააკავეს

პოლონეთში, ძარცვის ფაქტზე, ორი ქართველი კაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა საქართველოს 43 წლის მოქალაქე ქალაქ ლეგნიცაში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ქართველი სხვადასხვა ქალაქში ქიმიურ პროდუქტს, სუნამოსა და კოსმეტიკას იპარავდა, შემდეგ კი ყიდდა.

კაცის თანამზრახველი პოლიციამ ვროცლავში დააკავა.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები