ევროკავშირი უკრაინას სავარაუდოდ 2024 წლის მარტამდე არ გადასცემს დაპირებულ ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას სავარაუდოდ 2024 წლის მარტამდე ვერ შეასრულებს.

„სავარაუდოა, რომ შესრულდეს“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, მიზეზი არა ევროკავშირში პოლიტიკური ნების ნაკლებობაა, არამედ „თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა“ და ბიუროკრატიული დაბრკოლებები.

„ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

მსგავსი თემები