უდანაშაულო ადამიანები უნდა დავიცვათ, მათ რუსეთი სამიზნედ, ჰამასი კი ფარად იყენებს – რიში სუნაკი

ჩვენ უნდა შევასრულოთ უკეთესი მომავლის დაპირება – მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც ამისკენ ისწრაფვის და დავიცვათ უდანაშაულო ადამიანები, რომელსაც რუსეთი სამიზნედ, ხოლო ჰამასი ცოცხალ ფარად იყენებს – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

,,რამ აიძულა ჰამასი, დაეწყო თავისი საშინელი თავდასხმა ისრაელზე? ეს არ იყო მხოლოდ სიძულვილი. ეს იყო შიში იმისა, რომ ახალი ახლო აღმოსავლეთი იბადებოდა, სადაც ისრაელს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა ექნებოდა და რომელიც უკეთესი, უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული მომავლის იმედს აძლევდა. რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში? იმიტომ, რომ პუტინს ეშინოდა მის ზღურბლზე თანამედროვე, რეფორმირებული, აყვავებული დემოკრატიის გაჩენისა და სურდა მისი უკან დაბრუნება წარსულის იმპერიალისტურ ფანტაზიაში. ამიტომ, ჩვენ უნდა შევასრულოთ უკეთესი მომავლის დაპირება – მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც ამისკენ ისწრაფვის და დავიცვათ უდანაშაულო ადამიანები, რომელსაც რუსეთი სამიზნედ, ხოლო ჰამასი ცოცხალ ფარად იყენებს,”- განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები