მისი თქმით, კონგრესმა ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე.
“კონგრესში უკრაინისთვის ახალი პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება. ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება. ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება”, – განაცხადა სალივანმა.