,,წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია, ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ”- მაკუნა გოჩიაშვილი

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ წამალი საქართველოში ჩამოვიდა.

„ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!“, –  წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

 

მსგავსი თემები