ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება – წითელი ჯვარი

წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება.

„დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში, რომლებიც ჩარჩენილი არიან, მიუხედავად იმისა, ისინი ცდილობენ ევაკუაციას თუ ადგილზე დარჩენას“,- მოუწოდებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

განცხადებაში აღნიშნულია , რომ საომარი მოქმედებები ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „ჰამასს“ შორის დასახლებულ რაიონებში და საავადმყოფოების გარშემო მიმდინარეობს.

„აუტანელი ადამიანური ტრაგედია ვითარდება ჩვენს თვალწინ“, – ნათქვამია  განცხადებაში.

 

მსგავსი თემები