ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. მათივე , ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში,  თითქმის სრულად არის გათიშული ელექტროენერგია, ამასთან ერთად საკვებისა და წყლის დეფიციტია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის მუდმივმა დაბომბვამ გაამწვავა გარემოებები და ალ-შიფა, როგორც საავადმყოფო, ვეღარ ფუნქციონირებს.

 

 

მსგავსი თემები