,,ძალიან სასაცილონი ხართ, რომ იცოდეთ, ზუსტად თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები”- ალა პუგაჩოვა

ნოემბრის დასაწყისში, მომღერალ ალა პუგაჩოვას რუსეთში რამდენიმე დღით დაბრუნებას დიდი აჟიოტაჟი  მოჰყვა. პუგაჩოვამ რუსეთი რამდენიმე დღეში დატოვა და ლატვიაში ქმართან, მაქსიმ გალკინთან ჩავიდა.

„სასაცილო და სევდიანია შეუმდგარი, შურიანი და ჭორიკანა ხროვის ყურება.

ძალიან სასაცილონი ხართ. რომ იცოდეთ, ზუსტად თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები, ამ შემთხვევაში ხალხი არაფერ შუაშია, ხალხი სიტუაციის მსხვერპლია. მიყვარს და მეცოდება, თქვენ კი თქვენი ჩემდამი უზრდელური გამონათქვამებით, აბსურდული, გამოგონილი ისტორიებითა და თავხედი ტყუილით ცდილობთ ადამიანებს დამაშოროთ, ვისთვისაც მე ვცხოვრობდი და ვმღეროდი, მსხვერპლად ვწირავდი ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას.

როგორც არ უნდა ეცადოთ, ეს არ გამოგივათ. ასე რომ, ნუ ხარჯავთ ძალებსა და ფულს ფუჭად ჩემი ან ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების გასანადგურებლად. ჩემი მრავალმილიონიანი თაყვანისმცემლების არმია არ მიღალატებს! […]

ჩემს ფულს ითვლით? […] ფულში არ არის ბედნიერება. მთავარი ბედნიერება თავისუფლებაა, რომელსაც მე ჩემში ვინახავ, ამით ვცხოვრობ და იმედი მაქვს მოვესწრები და ვნახავ ნათელს ბნელზე, სიკეთის ბოროტებაზე და სიმართლის სიცრუეზე გამარჯვებას“,- აცხადებს პუგაჩოვა მიმართვაში.

 

მსგავსი თემები