რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე – ზელენსკი

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი  თქმით, უკრაინის ცის ფარი უკვე უფრო ძლიერია შარშანდელთან შედარებით, მას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ბოლომდე ვერ იცავს მთელ ტერიტორიას.

„ნოემბრის თითქმის ნახევარი უკვე გავიდა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა, შესაძლოა, გაზარდოს სარაკეტო დარტყმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. რუსეთი ზამთრისთვის ემზადება. უკრაინაში კი მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული თავდაცვაზე, ყველაფერზე, რაც უკრაინას შეუძლია, გააკეთოს, რათა გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადატანა და ჩვენი ჯარების შესაძლებლობების გაზრდა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები