ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათივე  ცნობით, 28 წლის მაიორი ისაჩარ ნატანი და 21 წლის შტაბის სერჟანტი იტაი შოჰამი კომანდოს ბრიგადის წევრები იყვნენ.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

მათივე ცნობით, გუშინ ღაზაში მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი.

 

მსგავსი თემები