უკრაინასთან მოლაპარაკების გასაახლებლად რუსეთმა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგაა შესაძლებელი.

“რუსეთის შეტევა უკრაინაზე არის იმპერილიალიზმის დაბრუნება ევროპაში. გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მანამ გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადაშოლცმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მომავალში სატელეფონო საუბარს გეგმავს.

“მოლაპარაკებები რუსეთისგან გადამწყვეტ ნაბიჯს მოითხოვს. ეს ნაბიჯი უნდა იყოს [უკრაინიდან] ჯარების გაყვანა”, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები