,,ჰამასის განადგურება და მძევლების დაბრუნება – ეს არის ჩვენი მიზანი”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მიზანი ჰამასის განადგურება და მძევლების გათავისუფლებაა.

,,ჰამასის განადგურება და მძევლების დაბრუნება – ეს არის ჩვენი მიზანი. ისინი [მძევლები] უზარმაზარი სტრესის ქვეშ არიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. მსოფლიო მძევლების გათავისუფლების მცდელობაში უნდა შემოგვიერთდეს. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ მძევლები გათავისუფლდებიან”, – განაცხადა  ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები