დავით ნარმანიამ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს სემეკის საქმიანობა გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სემეკის საქმიანობის შესახებ ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ მათ გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების სექტორების ფუნქციონირებაში.

დავით ნარმანიამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების ვალდებულებებისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ლექციის ფარგლებში იუნკერებმა მოისმინეს სემეკის მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული პროექტები და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს.

მსგავსი თემები