მილიონერმა დასახლებაში, სადაც ბავშვობა გაატარა, 99 ოჯახს სახლი აუშენა

მარსელ ლებრუნმა, კანადელმა მილიონერმა, წამოიწყო შესანიშნავი ინიციატივა ადგილობრივი უსახლკარობის პრობლემის მოსაგვარებლად მშობლიურ ქალაქში 99 „პატარა სახლის“ აშენებით.

ფრედერიკტონში, ნიუ-ბრუნსვიკში,  მინიმუმ 1,800 ადამიანი განიცდიდა უსახლკარობას გასულ წელს. პრობლემის გადასაჭრელად, მარსელმა გამოყო 4 მილიონი აშშ დოლარი.

„არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. უბრალოდ, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ერთ-ერთი გაყიდული ბიზნესიდან მიღებული თანხის ნაწილი ჩემს მშობლიურ ადგილას დამებანდებინა. ვფიქრობ, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქალაქებს ისე, როგორც შეგვიძლია”, – ამბობს ლებრუნი.

მსგავსი თემები