ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, არ გამოვა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის გეგმაა რუსეთის ცენტრალური აზიიდან და ამერკავკასიიდან გაძევება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს.

,,ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გამოგვიყვანოს ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. ეს არ იმუშავებს. ჩვენ აქ ვართ ისტორიულად და არსად გავქრებით. და ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს ძალიან კარგად იციან”, – განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები