ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 239 ადამიანი იმყოფება – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების რაოდენობა 239-ს შეადგენს.

მისი თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის და სამხედროები ახალ ინფორმაციას იძიებენ.

„მძევლებს შორის არიან უცხოელი მუშები, დრო გვჭირდება ყველას ოჯახთან მისასვლელად. ამ რიცხვში არ შედის ოთხი გათავისუფლებული მძევალი“, – განაცხადა ჰაგარიმ.

 

მსგავსი თემები