სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, ვიზიტის ფარგლებში შოიგუ მონაწილეობას მიიღებს ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმში.

„რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები