ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში წარმომადგენელთა პალატას წარუდგენენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ისრაელის დახმარების შესახებ ცალკე კანონპროექტს მიმდინარე კვირაში წარმომადგენელთა პალატის წინაშე წარადგენენ.

„მიმდინარე კვირაში ვაპირებთ, წარმომადგენლობით პალატას წარვუდგინოთ კანონპროექტი ისრაელის ცალკეული დაფინანსების შესახებ. ვიცი, რომ ჩვენს კოლეგებს, რესპუბლიკელ კოლეგებს სენატში აქვთ მსგავსი კანონპროექტი. გვჯერა, რომ ეს არის გადაუდებელი საჭიროება. მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, რასაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და ამას გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყურადღება სჭირდება იმას, რაც ისრაელში ხდება. ვფიქრობ, ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ, ჩვენ უნდა განვაცალკეოთ მათი დახმარება“, – განაცხადა ჯონსონმა.

 

მსგავსი თემები