პრეზიდენტის თქმით, კანდიდატის სტატუსზე უარი “რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ”სიენენთან” ინტერვიუში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, “რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირისგან ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, განაცხადა, რომ “ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის”.

ამასთან სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, “გადამწყვეტ მომენტში, მიიჩნევს თუ არა, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი აშშ საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს ამ მომენტში?”. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა უფრო საჯარო უნდა ყოფილიყო.

,,ფაქტია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის. EU-მა შეადგინა მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი. მოთხოვნებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, შიდა ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება. გადაწყვეტილებას ველოდებით წლის ბოლომდე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები