დიდი ალბათობით, მოსახლეობის 100%-ს ტყვიის მოჭარბებული შემცველობა აქვს

​ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია​ აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, მოსახლეობის 100%-ს სისხლში მოჭარბებული ტყვიის შემცველობა აქვს. ტყვიის გავრცელების ​ძირითადი წყაროა საღებავები, პარფიუმერული ნაწარმი, საწვავი და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერება. ჰაერში ტყვიის გაბნევის ერთ-ერთი წყაროა, ასევე, ძველი შენობების მოფხეკით ან დანგრევით რეაბილიტაცია.

ექსპერტის თქმით, ტყვიის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია დახურულ სივრცეში და თერმული სიცხის გამო შეიძლება გამოიფრქვეოდეს ჰაერში. დიდი რაოდენობით ტყვია არის წითელ და ყვითელ საღებავებში, თუმცა ის საღებავებში ძირითად საწყის ბაზად გამოიყენება.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ დღეს განაცხადა,  ორგანიზაცია “აიპენის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყვიის ძირითადი სტაციონარული ადგილებია საღებავებით დაფარული სათამაშოები, ბიჟუტერია, შენობისგარე და შიდა ინტერიერი და ა.შ.

დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ყოველწიურად უტარდება მსგავსი კვლევები და მათ უმეტესობას ორგანიზმში ტყვიის მოჭარბებული შემცველობა აღმოაჩნდათ. მოწამვლის საფრთხის წინაშე ყველა ადამიანი დგას. ყველაზე რთულად მოქმედებს ის ბავშვებზე და ფეხმძიმე ქალებზე. ტყვია კონცეტრირდება სისხლში, ძვალში და სხეულის რბილ ქსოვილებში. დაავადებების 15 -20 % გამოწვეულია ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობით. მათ შორის, ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენა არის ტყვიისგან გამოწვეული”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

​​მისივე თქმით, ზოგი მხატვარი ტყვიის მაღლი შემცვლწელობის მქონე ზეთის საღებავებს იყენებს. საღებავში ტყვიის შემცველობის ზღვრულად დაშვებული ნორმა 90 ppm – ი უნდა იყოს. საქართველოში გამოყენებულ საღებავებში კი, ტყვიის შემცველობა, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის 600-დან 10 000 ppm-ი.

“საღებავების კუთხით მნიშვნელოვანი მწარმოებლები არიან გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი. საღებავები ასევე იწარმოება საქართველოშიც. არის მაღალი ხარისხის საღებავებიც, სადაც ტყვიის შემცველობა დაშვებული დოზაა, ან ნაკლები. ​ნიადაგის ტყვიით დაბინძურების წყაროა, როგორც სასოფლო სამეურნეო ქიმია, ასევე,  საწვავი. ნიადაგში ტყვიის შემცველობა მაღალია გზისპირა სავარგულებში. იმპორტირებული ავტომობილებიდან ხშირად ამოღებულია კატალიზატორები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საწვავის წვისას ჰაერში გამოფრქვეულ გამონაბოლქვში ნაკლებად გამოიფრქვას ტყვია. ავტომობილების ტექდათვალიერება ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ში 1978 წელს აიკრძალა ტყვიის მაღალი ოდენობით შემცველი საღებავები.

 

მსგავსი თემები