გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა
როგორც გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის სააგენტოში განაცხადეს, 33-მა სატვირთო მანქანამ, რომლებსაც გადაჰქონდათ წყალი, საკვები და სამედიცინო საშუალებები, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გაიარეს.