გორის რაიონში, მეხუთე კლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლაში, მეხუთე კლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს.  წერილი ათი წლის გოგოს სკოლაში, მერხის ქვეშ დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო.

„ფაქტი ნამდვილად მოხდა. წერილი სკოლაში მეხუთე კლასელს მერხის ქვეშ დაუტოვეს. ხელნაწერი. კონკრეტული თანხა იყო დასახელებული და ეწერა, რომ თანხა ამავე ადგილზე უნდა დაედო. ემუქრებოდნენ ოჯახის წევრით. ჩვენ მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას და დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედს ვიტოვებ, რომ ვიღაცამ ცუდად იხუმრა“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

 

მსგავსი თემები