პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბირს შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 005-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, დაღუპულთა თითქმის სამი მეოთხედი (73%) არის მოწყვლადი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები.
დაშავებულია 20 000-ზე მეტი ადამიანი.