სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, მისი ინსტიტუტი „აქტიურ გამოძიებას“ აწარმოებს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ისევე როგორც ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე.
„მიმდინარეობს აქტიური გამოძიება 7 ოქტომბერს ისრაელში სავარაუდო ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ასევე ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს მიმართ”,- აცხადებს პროკურორი.
მისივე თქმით, ინსტიტუტი იმუშავებს პროფესიონალურად, რათა ბრალდება ფაქტისგან განაცალკევოს და შეისწავლოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
„ეს არის ობიექტურობის მომენტი, ეს არის მომენტი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო არქიტექტურა აგებულია მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე, ჰოლოკოსტზე, ქალაქების განადგურებაზე მთელ ევროპაში, რომლებიც მიზნად ისახავს, შექმნას ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ აღარასოდეს დავინახოთ სისაძაგლეები, სადაც ხალხი შეიძლება იყოს სამიზნე მათი რასის, რელიგიის ან კულტურის მიხედვით. ეს დაპირებები უნდა შესრულდეს. ჩვენ დამოუკიდებლად ვუყურებთ მდგომარეობას პალესტინაში. ჩვენ ვუყურებთ ისრაელის მოვლენებს და ბრალდებებს, რომ პალესტინელებმაც ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა და დახმარება”,- განაცხადა ხანიმ.