აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში – კამალა ჰარისი

აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელს აღჭურვილობითა და რჩევებით, თუმცა არ ეუბნება, როგორ აწარმოოს ომი.

„ჩვენ არ გვაქვს განზრახვა და არც გვაქვს რამე გეგმები საბრძოლო ჯარების ისრაელში ან ღაზაში გაგზავნის შესახებ“, – განაცხადა ჰარისმა.

 

მსგავსი თემები