პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრები 40 წლის კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა კაცი ავტომობილის ჩამოყვანის მიზნით პოლონეთში ცოტა ხნის წინ წავიდა.

სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამჟამად ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები