ყველა მიმართულებით ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის იგივე ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით – კობახიძე

ყველა მიმართულებით ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის იგივე ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ეროვნული ინტერესებია, – ასე ეხმაურება  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობას.

მისი თქმით, ქვეყანას ყველა მიმართულებით ძალიან მყარი პოზიცია აქვს.

„ქვეყანას აქვს ყველა მიმართულებით ძალიან მყარი პოზიცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში გევერდის ავლას, რასთან დაკავშირებითაც საქართველოში მყოფმა მისიებმაც დაადასტურს, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამოხატული იქნა ჩვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ეროვნული ინტერესებია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები