„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს”- სუბარი

„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს,”-  ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან  განაცხადა.

მისი თქმით, ”ოღონდ რამე ავნონ ჩვენს ქვეყანას, მმართველ ძალას და ყველაფერზე მიდიან, ვის რა დააბრალონ აღარ იციან“.

„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს. სამნიძემ გააკეთოს ასეთი რამ. ეს დაახლოებით იგივეა, ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე რომ ამბობენ – რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და  პუტინისტი ხელისუფალიო. 19 წელია უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი. ამ 19 წლიდან, 17 წელი ქვეყნის პირველი პირი არის ორბანი. 17 წელი ეს ადამიანი მმართავს უნგრეთს. ე.ი უნგრელი ხალხი ირჩევს ანტიდასავლელ, პუტინისტ, პრორუსს, ანტიუნგრულ ხელისუფლებას და პარტიას ამ ხნის განმავლობაში? რაღაც არ გამიგია, რომ უნგრეთში არჩევნები გაყალბდა. ანუ, ხალხი იმდენად დაბრმავებულია, რომ არ იცის, ვინ აირჩიოს? ესეც ხომ შეურაცხყოფაა, არა მხოლოდ საქართველოს მეგობრის და იმ ადამიანის, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის მისაღებად, არამედ მთელი უნგრელი ხალხის შეურაცხყოფაა და მათ წინააღმდეგაა მიმართული. ამას ვერ ხვდება ეს ოპოზიცია, ან ხვდება და არ აწუხებს, იმდენად არიან ამ თავის ცრუ „ბაბლში “ მოქცეული, ვეღარ აზროვნებენ  და ვეღარ გადიან იმის იქით. ოღონდ რამე ავნონ ჩვენს ქვეყანას, მმართველ ძალას და ყველაფერზე მიდიან, ვის რა დააბრალონ აღარ იციან“,-განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები