მარინა ოვსიანიკოვას რუსეთის სასამართლომ მშობლის უფლება ჩამოართვა

რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას, მშობლის უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მარინა ოვსიანიკოვას 17 წლის ვაჟს კირილსა და 11 წლის ქალიშვილ არინას მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ მოსკოვის შჩერბინსკის სასამართლომ გამოსცა.

სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჟურნალისტის ყოფილმა ქმარმა იგორ ოვსიანიკოვმა, რომელიც მუშაობს პროპაგანდისტულ ტელეარხ Russia Today-ში. სასამართლომ ოვსიანიკოვას მას ორივე შვილისთვის – 17 წლის ვაჟისა და 11 წლის გოგოსთვის, ალიმენტის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს რუსეთის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად მიუსაჯა 8,5 წლით პატიმრობა. მას რუსული არმიის შესახებ “დეზინფორმაციის გავრცელების” გამო წაუყენეს ბრალი.

ოვსიანიკოვამ პოპულარობა მოიპოვა 2022 წლის მარტში პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო მიტინგის შემდეგ. ის სტუდიაში გამოჩნდა პლაკატით, რომელზეც ეწერა „NO WAR (no war). შეწყვიტე ომი, არ დაიჯერო პროპაგანდა, აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ (რუსები ომის წინააღმდეგ)“.

მსგავსი თემები