ბერდიანსკში წინააღმდეგობის მოძრაობამ ააფეთქა მანქანა, რომელშიც ოთხი ФСБ-ს ოფიცერი იმყოფებოდა

დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში წინააღმდეგობის მოძრაობამ ააფეთქა მანქანა, რომელშიც რუსეთის FSB-ის ოთხი თანამშრომელი იყო. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა.

აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმა ოპერაცია მიჩურინის ქუჩაზე, სასტუმრო Jasmin Guest-House-თან ჩაატარეს, რომელსაც FSB-ის თანამშრომლები სამალავად იყენებდნენ.

დაზვერვის თანახმად, ბერდიანსკში ლიკვიდირებული ოკუპანტებს შორის არის რუსი სამხედრო დამნაშავე, რომელიც სასტიკად აწამებდა უკრაინის ადგილობრივ მოქალაქეებს.

მსგავსი თემები