ჩაის პლანტაციები ჩინეთში – რეპორტაჟი გაოჟაიდან

სოფელი გაოჟაი გუიჯოუს პროვინციის ნაწილია. ის , ორი ჩინური სოფელიდან ერთ-ერთია, რომელიც  მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ სოფლად დასახელდა.

სოფლის ტურიზმი ძირითადად იაოს კულტურისა და ბუნებრივი პეიზაჟების წყალობით ვითარდება იზიდავს ტურისტებს.

გაოჟაი მდებარეობს ბაიჰაჰუს ტბის ულამაზეს მხარეში. სიმაღლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ნიადაგის მჟავიანობა და ნალექი ამ მხარეში შესანიშნავია ჩაის ხეების გასაშენებლად. სწორედ ჩაის პლანტაციები დავათვალიერე დღეს, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს და საუკეთესო ჩაის აწარმოებენ.

ჩაი ხელით მზადდება და სამეფო ოჯახებიც კი ყიდულობენ. პუნებრივი კლიმატიდან გამომდინარე, აქ მოყვანილი ჩაი უნიკალურად ითვლება. ას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.

დეტალები კი რეპორტაჟში.

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები