აჭარის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დავით მაღრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ამ თანამდებობაზე ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ა.წ უკვე ყოფილი უფროსი გიორგი ხურცია დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დავით მაღრაძე აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა. ასევე, მაღრაძე ერთ-ერთი იყო Mona.ge-ს მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილ სიაში. ჩამონათვალში ის ჭორვილას აქციის დროს, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის შეიყვანეს.

მსგავსი თემები