,,ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა”- პრემიერი

,,ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით,  საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს. ,,ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა, ასევე, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ჩვენ ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს. […] გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მმართველობის ქვაკუთხედს და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ ეს ფასეულობები, რაც ასახულია ბევრ პრესტიჟულ რეიტინგში”.

მეტი...

რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ფაქტია, რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, სომხეთი შეიძლება მშვიდობიანი იყოს, თუ რეგიონი მშვიდობიანი იქნება. ,,როდესაც წარუმატებლობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ უზრუნველეყოთ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოება”, – განაცხადა ფაშინიანმა.  

მეტი...

აშშ-ში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია ეძებს

აშშ-ში, მაინის შტატის ქალაქ ლევისტონში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია მთელი შტატის მასშტაბით ეძებს. თავდამსხმელი, 40 წლის რობერტ ქარდია. ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორია და აშშ-ის არმიის რეზერვში მუშაობს, ის შემთხვევამდე ორი კვირით ადრე ის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა. ადგილობრივმა სკოლებმა გააუქმეს გაკვეთილები და დახურეს სკოლები. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, თავდამსხმელის დაკავებამდე სახლში დარჩნენ და ფრთხილად იყვნენ.  

მეტი...

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს როლი რეგიონში იზრდება – დავითაშვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, ისეთი, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. რაც  მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი იზრდება რეგიონში. „ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი იზრდება რეგიონში. საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა, მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ეს არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება მოხდება ბიზნესებს შორის. ასევე იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსებს შორის სხვადასხვა თემაზე. იცით, რომ ჩვენ ძალიან…

მეტი...

გერმანიის მთავრობამ თავშესაფრის მიღებაზე უარის მქონე პირების დეპორტაციის წესების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

გერმანიის მთავრობამ თავშესაფრის მიღებაზე უარის მქონე პირების დეპორტაციის წესების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, გერმანიაში უკანონო მიგრაციის მასშტაბების საგრძნობლად შესამცირებლად, შემზღუდავი ზომების მიღება აუცილებელი იყო. „ამავე დროს, თავშესაფრის მიღებაზე უარის მქონე პირების დაჩქარებული და უფრო აქტიური დეპორტაცია შექმნის საკმარის შესაძლებლობებს მათ დასაცავად, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ფეზერმა.    

მეტი...

საქართველო იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე – ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველო იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე. მისი თქმით, შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. ,,საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი…

მეტი...

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში  საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში  საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი –  აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი –  გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

მეტი...

გასულ ღამეს ღაზის ჩრდილოეთით, სახმელეთო ოპერაციები ჩატარდა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღამით ღაზის ჩრდილოეთით სახმელეო ოპერაციები ჩაატარეს. „ეს იყო მიზანმიმართული რეიდები, ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მომზადების ფარგლებში. თავდახმა განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პუნქტებზე“,-აცადებენ თავდაცვის ძალებში.  

მეტი...

რუსეთმა ავდეევკასთან 10 დღეში 109-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით,  23 ოქტომბერს, უკრაინელმა რეზერვის ოფიცერმა გამოაქვეყნა სატელიტური სურათები და დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა 10-დან 20 ოქტომბრამდე ავდეევკას მახლობლად 109 სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. რუსეთის დანაკარგების უმეტესი ნაწილი, ძირითადად, ჯავშანტექნიკა იყო – როგორიცაა BMP-1 და BMP-2 და MT-LB; ტანკები T-72, T-64, T-80; ჯავშანტრანსპორტიორი; და სხვა მანქანები. რეზერვის ოფიცერის განცხადებით, რუსული ტექნიკის დანაკარგებმა ავდეევკას რაიონში გადააჭარბა მათ დანაკარგებს 2022 წლის მაისში სევერსკის დონეცის წარუმატებელი გადაკვეთის დროს და სავარაუდოდ გადააჭარბებს დანაკარგებს უგლედარის მხარეში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე. დანაკარგის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს – დაახლოებით ათეული მანქანა არ შედის ზარალის…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, სოფელ სუფსაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას  ახლგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. 22 წლის გიორგი გუჯაბიძის ვტომობილი ბოძს შეეჯახა. გიორგი ყოფილი ფეხბურთელია, “გურიას” ჭაბუკთა გუნდების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა.

მეტი...

,,ჰამასი” პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია”- ბაიდენი

“ჰამასი” პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას ისაუბრა. მისივე თქმით, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ღაზაში უდანაშაულო, მშვდობიანი მოსახლეობა დაიცვას ,,მშვიდობის გზაზე რომ დავდგეთ, ეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც ყველა მხარისთვის კონცენტრირებულ ძალისხმევას ნიშნავს, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის… “ჰამასი” პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც საზიზღარი და ლაჩრული საქციელია. ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისრაელს დამატებით ტვირთად აწვება. იმის მიუხედავად, რომ ისინი “ჰამასს” ებრძვიან, ეს არ ამცირებს ომის კანონების შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას. ისრაელელები…

მეტი...

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა აშშ-ში მომხდარი სროლის შედეგად

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა ოთხშაბათს საღამოს, აშშ-ში მიენის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად. დაშავებულია 50-დან 60-მდე პირი. თავდასხმა რამდენიმე ადგილას მოხდა, მათ შორის ბოულინგის მოედანზე  და ადგილობრივ ბარში. შეარაღებული პირი გაქცეულია. მეინის შტატის პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ და დარჩნენ სახლში.

მეტი...

საწვავის მწვავე ნაკლებობის გამო, ღაზის საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში საავადმყოფოები  მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ, რადგან საწვავის რაოდენობა სახიფათოდ ცოტაა. ”ბიბისის” ცნობით, ღაზის მთელ ტერიტორიაზე, საავადმყოფოებმა სასწრაფო დახმარების ოთახების გარდა,  ყველა განყოფილება დახურეს. საავადმყოფოებმა უნდა დაზოგონ მცირე საწვავი, რომელიც მათ მოწყობილობების გამოსაყენებლად აქვთ, როგორიცაა ვენტილატორები, ახალშობილთა ინკუბატორები და თირკმლის დიალიზის აპარატები. ამბობს რეპორტიორი, რომელიც ღაზის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში იმყოფება.    

მეტი...