საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების განხორციელების სამხედრო-პოლიტიკური მანევრები – რიკეტსი

საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების განხორციელების სამხედრო-პოლიტიკური მანევრები, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, პიტ რიკეტსმა, განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ბოლო დროინდელმა თავდასხმებმა ყირიმსა და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკან დაახევინა.

„შავი ზღვა ევროპის მომავლისთვის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ასევე არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დიდი ძალების კონკურენციაში რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შორის. პუტინის უკანონო ომმა უკრაინაში რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის ნაწილი. პუტინს არაფერი სურს გარდა იმისა, რომ შავი ზღვა რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი არასაფრენ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო დროინდელმა თავდასხმებმა ყირიმსა და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო ბატონობა ეჭვის ქვეშ დააყენა იმგვარად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს სამხედრო-საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების განხორციელების სამხედრო-პოლიტიკური მანევრები“ – განაცხადა სენატორმა პიტ რიკეტსმა.

მსგავსი თემები