გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გადადგეს ან ვადამდელი გადაწყვეტილება მიიღოს – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიზე სალომე ზურაბიშვილის გადადგომას გამორიცხავს. მისი თქმიტ,პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო.

,,ისინი საფრთხეს ხედავენ იმ საზოგადოების მობილიზაციაში, ვინც არის ორ ცენტრ შორის, ეს ახალი არ არის, ამაზე ბიძინა ივანიშვილი დიდ ხანს საუბრობდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გადადგეს ან ვადამდელი გადაწყვეტილება მიიღოს. გაერთიანდება ვინმესთან, არ გაერთიანდება, როგორი იქნება მისი მხარდაჭერა ამას მე ვერ გეტყვით. მაგრამ ფაქტია, რომ ახალი გადანაწილებები წინა საარჩევნოდ იქნება და ეს გადანაწილებები ორ ცენტრს შორის იქნება. არ ყოფილა შეხვედრაზე მაგაზე საუბარი, შეხვედრაზე საუბარი იყო კანდიდატის სტატუსზე, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა,” – განაცხადა დეკანოიძემ ”ტვ პირველთან”.

მსგავსი თემები