„გამოძიება მიმდინარეობს”- ვახტანგ გომელაური შოვზე

 შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობა ჯერ არ გამოკვეთილა.

„გამოძიება მიმდინარეობს. უმძიმესი იყო ეს მთელი საქართველოსთვის, კიდევ ერთი ადამიანის, სამწუხაროდ, არასრულწლოვნის ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, დღესაც არიან ჯგუფები ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა, ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები