მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის – აშშ-ის ელჩი

მოხარული ვარ, რომ ვესწრები პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით მიმდინარე ფორუმს, ჩვენ გვაქვს ძლიერი მონაწილეობა აშშ-ის მხრიდან, ჩვენი კომპანიების და ჩვენი საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ელჩი,  სრულად უჭერს მხარს შუა დერეფანს.

„ძალიან კარგია აქ დაბრუნება და იმის დანახვა, რასაც საქართველომ მიაღწია შუა დერეფნის განვითარებაში, რაც გაკეთდა გზებთან, რკინიგზებთან და პორტებთან დაკავშირებით. აშშ და მისი კომპანიები აქ არიან ამ განვითარების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და მასში მონაწილეობისთვის, რადგან ჩვენ ვიცით შუა დერეფნის და მასში საქართველოს როლის ჭეშმარიტი ღირებულება. როგორც ელჩი, მე სრულად ვუჭერ მხარს შუა დერეფანს. ვფიქრობ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ქვეყნების კერძო სექტორის და საჯარო სექტორის შეკრებისთვის ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ამის განხორციელება შეუძლებელია კერძო სექტორის და საჯარო სექტორის თანამშრომლობის გარეშე. მე მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები