,,ვიცით, რომ აქვს პოლიტიკური გეგმები როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს. მისი თქმით,  განიხილება მისი კანდიდატად მონაწილეობას არჩევნებში, ერთ-ერთი პარტიიდან.

,,მას ჩვენ ვიცით, რომ აქვს პოლიტიკური გეგმები როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს საბოლოო ჯამში რეალურად დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგებზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები