ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულიყო – რატი ბრეგაძე

ყველა ნაბიჯი არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული 12-ვე პუნქტის შესასრულებლად, დეპოლარიზაციას ჰყავს ორი მხარე, ერთი მხარე ვერც პოლარიზაციას მოახდენს და ვერც დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ამ პუნქტის შესრულებაში, მათ შორის ოპოზიციამაც უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა და შეასრულოს ქმედითი როლი, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი წარმოადგენს იმას, რომ 12-ვე პუნქტი იყოს თავიდან ბოლომდე შესრულებული. მე გეტყვით იმას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შესრულებულიყო 12-ვე პუნქტი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები