“სახარება გვეუბნება, რომ უმთავრესია, გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისთვის” – მეუფე შიო

სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, ადამიანთა შორის სიყვარულის მნიშვნელობასა და გვერდით დგომაზე გაამახვილა ყურადღება.

“არის ასეთი ამბავი – უფალი იესო ქრისტე მიბრძანდება და ქადაგებს ერთ ოჯახში. მასთან მიჰყავთ მრავალი სნეული, ერთ-ერთი იყო პარალიზებული, რომელიც ოთხმა მეგობარმა თავის საწოლიანად მიაბრძანა უფალთან. როდესაც უფალმმა დაინახა მათი სარწმუნოება, უთხრა, შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. ეს ბევრ რამეზე გვაფიქრებს. პირველ რიგში, აუცილებელია, ვილოცოთ მოყვასისთვის. სიყვარული აუცილებელია უფლისგან წყალობისთვის. ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ირგვლივ ადამიანებში დიდი სიყვარული დავთესოთ. იმდენად დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგნენ. შემდეგ, სნეულს უფალი ეუბნება, აიღე საწოლი და გაიარე. მაშ, რა იყო ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, ეს იყო პარალიზებული ადამიანის სულიერი თვისება, მისი სინანული. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა ვთქვათ სწორად აღსარება. ამ ადამიანს ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს, მაგრამ უფალმა დაინახა, მის სულში როგორი ფერისცვალება მოხდა, რადგან პატიობს ცოდვებს“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები