სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის სამხედრო დამხარებას არ დაუჭერს მხარს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესგანცხადება რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების წინაშე გააკეთა.
„უმჯობესია, ათი წლის განმავლობაში აწარმოონ მოლაპარაკებების მშვიდობის შესახებ, ვიდრე ათი წელი ხოცონ ერთმანეთი უშედეგოდ“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, ომის ამ ეტაპზე რუსეთს „უკრაინაზე უფრო დიდი ტერიტორიული მიღწევები აქვს“.