რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან დარახველიძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

,,ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან  სხვადასხვა  თანამდებობაზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე  დღეს წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის  ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა,”- ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები