მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემების შემოწმება დაავალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემების შემოწმება დაავალა.  საფრანგეთის პრეზიდენტი ითხოვს „დაუნდობელ მიდგომას ყველას მიმართ, ვინც სიძულვილის და ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელია“.

რუსეთში დაბადებული და რეგისტრირებული, ჩეჩნური წარმოშობის  მამაკაცის მიერ არრასში პროფესორის მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, პრეზიდენტი ითხოვს შეაფასოს საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე.

შემოწმების მიზანია, ყველა რადიკალიზებული უცხოელის იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდოდ გაძევებული იქნებიან საფრანგეთიდან.

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, შემოწმებისასგანსაკუთრებული ყურადღება  კავკასიური წარმომავლობის 16-25 ასაკის ჯგუფებს მიექცეს.

მსგავსი თემები