ზელენსკის სოლიდარობის მიზნით ისრაელში ვიზიტი სურდა, თუმცა უთხრეს, რომ დრო სწორად არ არის შერჩეული – მედია

ისრაელის მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში სოლიდარობის  მიზნით ვიზიტი სურდა, თუმცა მას ისრაელის მხარემ განუცხადა, რომ „დრო სწორად არ არის შერჩეული“.

ზელენსკიმ თავდასხმის შემდეგ ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა გამოყცხადა და თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი  ტერორისტების თავდასხმებისგან.

”ტერორი ყოველთვის არის დანაშაული, არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან კონკრეტული მსხვერპლის, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინააღმდეგ”, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ ისრაელმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, თუმცა სამხედრო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

მსგავსი თემები