,,აშშ ისრაელს მიაწვდის ყველაფერს, რაც თავის დასაცავად სჭირდება”. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს განაცხადა.
,,სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ჰამასის ტერორიზმისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, მიაწოდოს ისრაელის მთავრობას ის, რაც მას სჭირდება თავისი მოქალაქეების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან განიხილა შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.
სახელმწიფო მდივანმა ასევე განიხილა შეერთებული შტატების ვალდებულება ჰამასის მძევლების უსაფრთხო და სწრაფად გათავისუფლების შესახებ.