ოლაფ შოლცი ისრაელში ვიზიტს გეგმავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ვიზიტს გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ვიზიტი შესაძლოა უახლოეს დღეებში, კერძოდ, სამშაბათს, 17 ოქტომბერს განხორციელდეს.

პარასკევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი სოლიდარობის ვიზიტით ისრაელს ეწვია.  ბერბოკი შეხვდა არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს, არამედ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეების ნათესავებსაც.

ჰამასის მიერ მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან გერმანიის მოქალაქეებიც.

მსგავსი თემები